კარიერა

კარიერა BCC – ის ღირებულებები მთლიანად ეფუძნება ადამიანის პატივისცემასა და მის განვითარებაზე ზრუნვას. BCC არის ორგანიზაცია, მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლას, პროფესიონალიზმის და ადამიანური ურთიერთობების ახალი უნიკალური სტანდარტის შექმნას. BCC ცვლის ქვეყანაში არსებულ ადამიანურ მიდგომებს, ურთიერთპატივისცემისა და ადამიანებში საუკეთესო თვისებების გაღვივების უნარებს, ის აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანებს, რომლებსაც ადრეული ასაკიდანვე აწუხებთ ქვეყანაში განვითარების ტემპი და აქვთ ამბიცია, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში, რათა ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქართველოდან დაწყებული BCC -ის წარმატებული უნიკალური ტალღა გასცდეს საზღვრებს და შეცვალოს არსებული მიდგომები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ამბიცია ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამბიცია შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და მიზანდასახულობის გარეშე უმისამართოდ ნასროლი ენერგიაა. ამიტომ, BCC -ში ჩვენ მივისწრაფვით მაქსიმუმისკენ, გვაქვს მუდმივი სწავლისა და ზრდის მოთხოვნილება, არ ვკმაყოფილდებით მიღებული შედეგებით და გვსურს, რომ ჩვენი გადამდები ენერგია გაუზიაროთ ყველას: ჩვენ კლიენეტებს, პარტნიორებს და ყველა ადამიანს, ვინც ჩვენ ღირებულებებს იზიარებს. შრომისმოყვარეობა, საქმისადმი პოზიტიური, შედეგზე ორიეტირებული მიდგომა, მუშაობის პროცესით სიამოვნების მიღება და იმის კეთება, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს ,, იყო ყველაზე ძლიერი, ყველაზე წარმატებული ‘’, ეს ის მინიმუმია რაც BCC -ის სჭირდება. შენი ორგანიზაციის წარმატება, შენი პირადი წარმატებაა, რადგან ყველა ადამიანი არის თვით-დასაქმებული და არა კომპანიაში დასაქმებული. ჩვენ ვამაყობთ BCC -ის წარმატებით, რაც მხოლოდ და მხოლოდ იმ უნიკალური ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც BCC -ის Dream Team ქვია.

მიმდინარე ვაკანსიები

Georgian