რა არის ბრენდინგი?

ბრენდინგი არის მარკეტინგული საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიისა, მისი პროდუქტის ან სერვისის ღირებულების ზრდას. ბრენდინგზე მუშაობა არის კომპლექსური მარკეტინგული პროცესი, რაც მოიცავს შემდეგ აქტივობას: სახელის, სიტყვის, ხმის, სიმბოლოს, ფერის ან დიზაინის ერთობლიობის შექმნას, რომლითაც საზოგადოება მას სხვებისგან გამოარჩევს.

 

რატომ ბრენდინგი?

თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ადვილად შესაძლებელია კონკურენტების მხრიდან დაკოპირდეს თქვენი პროდუქტი და მომსახურებები. ანალოგიური სიტუაციაა თქვენს სამუშაო პროცესებსა და მეთდოლოგიაზე. მაგრამ ფასეულობები, რსასც თქვენი კომპანია ემსახურება გვაძლევსგანსხვავებულშედეგებს. იგი საზოგადოებას განცალკევების ნაცვლად უბიძგებს თქვენთან ერთად გაერთიანებისკენ. სწორედ ეს გახლავთ მიზანი, რასაც ჯანსაღი ბრენდინგი ემსახურება.

 

რას მოიცავს ჩვენი ბრენდინგის პროგრამა:

  • ბრენდის მიზნების ჩამოყალიბება
  • ბრენდის არქეტიპიზაციას (კომპანიის პერსონიფიცირებას პიროვნულ დონეზე)
  • ბრენდისთვის საკომუნიკაციო არხების შერჩევა
  • კონკურენტების ანალიზი
  • განმასხვავებელი ნიშნების განსაზღვრა
  • ბრენდის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული გეგმის შექმნა
Georgian