რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი, არის თანამედროვე მარკეტინგის ერთ–ერთი უმთავრესსი პლათფორმა, რომელიც ეხმარება კომპანიებს მომხმარებლებთან გამარტივებული კომუნიკაციების დამყარებაში. რითაც მათ შესაძლებლობა აქვთ დროისა და ფინანსების ეკონომიით, საზოგადოების ფართო სეგმენტს წარუდგინონ მათი პროდუქტი და მომსახურება.

რატომ სოციალური მედია მარკეტინგი?

გარდა იმისა რომ სოციალური მედია მარკეტინგი დღეს ბიზნეს სამყაროში მომავლის მარკეტინგადაც იწოდება, მას აქვს მთელი რიგი უპირატესობები რაც მომხმარებლებს წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს აძლევს:

  • სწრაფი და მარტივი კავშირების დამყარება
  • ორგანული რეკლამა, რაც შესაძლებლობას იძლება პირდაპირ პოტენციურ მომხმარებლამდე მიიტანოთ თქვენთვის სასურველი პოსტები.
  • ორმხრივი კომუნიკასიისთვის ეფექტური სივრცე
  • უკუკავშირის მიღების სიმარტივე და ოპერატიული სტატისტიკური ანალიზი
  • ნაკლები ფინანსური რესურსების საჭიროება

 

როგორ შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი საქმიანობა სოციალურ ქსელებში  Digital Marketing House – Ofcourse.ge-სთან ერთად?

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი იზრუნებს თქვენი ბრენდის განვითარებაზე ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების რაოდენობის ზრდაზე. ჩვენი ღრმა რწმენით 21-ე საუკუნეში სოციალური მედია მარკეტინგი იგივე ძალაა, რაც ოდესღაც პრომეთეს ხელში ცეცხლი იყო ასე, რომ ამ ძალის სწორად გამოყენებას ნამდვილად შეუძლია გეომეტრიული პროგრესიით განავითაროს ნებისმიერი ბრენდი რეალურ დროსა და სივრცეში.

ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება:

რატომ არის Facebook გვერდის ადმინისტრირება მნიშვნელოვანი?

დღეისთვის Facebook სივრცე მრავლადაა გაჯერებული კომპანიების რაოდენობით, რომლებიც ცდილობენ მომხმარებლების ყურადღების მიპყრობას. ამგვარად, როდესაც კომპანია ცდილობს ჩაებას არსებული კონკურენციის პროცესში, მას წინ დიდი გამოწვევები ელოდება. შესაბამისად აქ ჩნდება საკითხი: როგორ შეიძლება შეიქმნას გვერდი, რომლის პოსტებიც მიმზიდველი იქნება მომხმარებლებისთვის და გაუწევს კონკურენციას ინფორმაციით გაჯერებულ ბაზარს?!

 

რა არის ჩვენი მართვის ხედვა და მეთოდოლოგია?

Business Connecning company-ს გუნდი ამ საკითხს კომპლექსურად უდგება და ქმნის Facebook გვერდის ადმინისტრირების მაგალითს, რომელიც ჩვეულებრივ გვერდებს გარდაქმნის უმაღლესი სტანდარტების პროფესიულო დონი სივრცედ. ადმინისტრირების პროცესში, პარტნიორ კომპანიებისთვის ხდება სამკაციანი გუნდის გამოყოფა, რომელიც შედგება შემდეგი მიმართულებების სპეციალისტებისგან:

მარკეტოლოგი: ატარებს ბაზრის ანალიზს, ადგენს კონტენტს, რა სახის პოსტები იქნება მიმზითველი მომხმარებელთათვის, (კრეატიული, თემატური, კომერციული და ა.შ.) და კომპანიას უწევს რეკომენდაციას სამომავლო აქტივობების.

გრაფიკული დიზაინერი: ქმნის ვიზუალურად გამორჩეულ პოსტებს, რომელიც წარმოაჩენს თქვენი კომპანიის უნიკალურობასა და საკომუნიკაციო ხარისხის მაღალ დონეს.

კოპირაითერი: ადგენს ტექსტებს რომლებიც არის: მარტივი; დასამახსოვრებელი; იმ საკვანძო სიტყვებით დატვირთული, რომლებსაც მომხმარებლები იწყებენ ძებნას და რომელიც მომხმარებელში აღძრავს, ცნობისმოყვარეობას, გაიგოს მეტი კომპანიის შესახებ.

ამგვარად არსებული პროექტის ფარგლებში თქვენ მთელი ერთი თვის განმავლობაში გაქვთ სრული მხარდაჭერა ჩვენი პროფესიონალი გუნდისგან, რომლებიც ამ დროის პერიოდში შექმნიან 12 პროფესიონალურ პოსტს და დაეხმარებიან მომხმარებლებს აღმოაჩინონ და ახლოს გაეცნონ მათთვის სასურველი კომპანია, თქვენი სახით.

Georgian